01ძებნის ორობითი ხის განსაზღვრება
ძებნის ორობითი ხე (BST) ისეთი ორობითი ხეა, რომლის ყოველი წვეროსთვის:
- მარცხენა ქვეხის ყველა გასაღები მის გასაღებზე ნაკლებია,
- მარჯვენა ქვეხის ყველა გასაღები მეტია,
- ორივე ქვეხე კი თავადაც ძებნის ორობითი ხეა.
გასაღებებს შორის მხოლოდ შედარება უნდა იყოს შესაძლებელი: რიცხვები, სტრიქონები, თარიღები. ლექციის წვეროს აქვს მიმთითებლები left, right და parent და გასაღები value; ამოცანის მიხედვით parent შეიძლება არ დაგვჭირდეს, ან დაგვჭირდეს სხვა ველებიც.
შეხედე 17-ს: 16 მის მარცხნივ კიდია, 19 მარჯვნივ, და 17-ის მთელი ქვეხე მაინც „< 20“ არეშია. ამ წესის წყალობით ამ გაკვეთილის ყოველი ოპერაცია სათავიდან ქვემოთ ერთ გზას გადის და O(h) ღირს, სადაც h ხის სიმაღლეა.